16:57 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-28 02:31:19, 1228 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტო უარყოფს გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს სახელფასო ანაზღაურების შემცირებას

ჯანდაცვის სამინისტრო ეხმაურება ტელეკომპანია „TV პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რის მიხედვითაც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს სახელფასო ანაზღაურება უმცირდებათ. 

"საზოგადოების ინფორმირებისთვის განმარტავთ, რომ სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურება არ შემცირებულა, მათ მოეხსნათ მხოლოდ ის ფულადი დანამატი, რომელიც კოვიდპანდემიის დროს გაიცემოდა გაზრდილი გამოძახებებისა და დატვირთული სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით.  სასწრაფო დახმარების გამოძახებები კოვიდპანდემიის დადებითი დინამიკის ფონზე, მნიშვნელოვნად შემცირებულია. თუმცა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ, სამინისტრომ დაუშვა გამონაკლისი და აპრილის თვის ფულად დანამატს ისინი უახლოეს დღეებში მიიღებენ.  ასევე ტელეკომპანია „TV პირველმა“  გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს სასწრაფო დახმარების ექიმების ხელფასების შემცირების პარალელურად,   მხოლოდ მინისტრის და  მისი მოადგილის კაბინეტი გარემონტდა რაც ასევე არის სიცრუე და უწყების მიზანმიმართული დისკრედიტაცია. საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოები მინისტრის, შეხვედრებისა და თანამშრომელთა სამუშაო ოთახებში ჩატარდა. ასევე ეტაპობრივად მიმდინარებს კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოები სამინისტროს სხვადასხვა სართულზე.  აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტროში სარემონტო სამუშაოები ბოლოს ჩატარდა 2011 წელს, შესაბამისად გამოკვეთილი საჭიროებებიდან გამომდინარე, მთელ შენობაში იგეგმება კოსმეტიკური რემონტის ჩატარება." - წერია სამინისტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics