16:23 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-27 22:42:28, 950 ნახვა

პოლიტიკა
რატი ბრეგაძე დეკანოიძეს - თქვენ არ გაინტერესებთ პატიმრების მდგომარეობა, თქვენ გაინტერესებთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანი

თქვენ არ გაინტერესებთ პატიმრების მდგომარეობა, თქვენ გაინტერესებთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანი. - ამის შესახებ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
 
მისივე თქმით, ინტერპელაციის კითხვა დაისვა იმ ღონისძიებების შესახებ,  რომლებიც პენიტენციურ სამსახურში ტარდება  ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის კუთხით. თუმცა, კითხვის დაზუსტებისას დეპუტატი მხოლოდ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით დაინტერესდა.
 
„დღესდღეობით პენიტენციურ დაწესებულებებში გვაქვს 10525 სტანდარტის შესაბამისი ადგილი, სადაც განთავსებულია 9430 მსჯავრდებული. შესაბამისად, ყველა სტანდარტი არის დაცული... ახალი სტანდარტის, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მორგებული 48 მენიუ შემუშავდა პატიმრებისთვის, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვას, ყველა დაწესებულებაში მოქმედებენ პირველადი ჯანდაცვის გუნდები და 2021 წელს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანილ იქნა 5522 პატიმარი", - განაცხადა რატი ბრეგაძემ
 
 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხოშტარია: აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას, არ იდარდოთ, ვკონცენტრირდეთ რეჟიმის ჩამოშლაზე
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლების თქმით, დღეს, 19:00 საათზე ჯანდაცვის მინისტრს შეხვდებიან
კალაძე: ელენე ხოშტარიას მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო
ევროპარლამენტში გაფართოების საკითხებზე იმსჯელებენ - ევროსკოპის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული დელეგაცია არ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics