16:23 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-27 17:29:43, 1052 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - რომ არ მოსულიყო ბატონი ივანიშვილი, ევროკავშირში ინტეგრაციის შანსი კი არა, ქვეყანა აღარ გვექნებოდა

რომ არ მოსულიყო ბატონი ივანიშვილი, რომ არ მოსულიყო ჩვენი ხელისუფლება, ჩვენს ქვეყანას დღეს არავითარი შანსი არ ექნებოდა არათუ ევროკავშირში ინტეგრაციის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა. 

მისივე თქმით, ოპოზიციამ, მიხეილ სააკაშვილის დროს, დაკარგა ტერიტორიები, დააბრუნა რუსული ჯარი და ომის შემდეგ, რუს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი გაუხსნა. 

"რომ არ მოსულიყო ბატონი ივანიშვილი, რომ არ მოსულიყო ჩვენი ხელისუფლება, ჩვენ, ძვირფასი მეგობრები, ჩვენს ქვეყანას დღეს არავითარი შანსი არ ექნებოდა არათუ ევროკავშირში ინტეგრაციის, ქვეყანა აღარ გვექნებოდა. რა მაძლევს ამის თქმის საშუალებას და უფლებას – უფლებას მაძლევს თქვენი გაუგონარი, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რომელსაც თქვენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეწეოდით. სააკაშვილის დროს თქვენ დაკარგეთ ტერიტორიები, დააბრუნეთ რუსული ჯარი. ომის შემდეგ თქვენ არათუ სანქციების დაწესებაზე გიფიქრიათ და გიმუშავიათ, დღეს რომ გამოდიხართ დიდი პატრიოტები და მელაპარაკებით უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შევუერთდეთ, თქვენ არათუ სანქციებზე ელაპარაკეთ ჩვენს პარტნიორებს, არამედ ომის შემდეგ თქვენ გახსენით უვიზო რეჟიმი რუსი მოქალაქეებისთვის და მიყიდეთ სტრატეგიული ობიექტები რუსეთს, რუსულ სახელმწიფო კომპანიებს",- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხოშტარია: აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას, არ იდარდოთ, ვკონცენტრირდეთ რეჟიმის ჩამოშლაზე
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლების თქმით, დღეს, 19:00 საათზე ჯანდაცვის მინისტრს შეხვდებიან
კალაძე: ელენე ხოშტარიას მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო
ევროპარლამენტში გაფართოების საკითხებზე იმსჯელებენ - ევროსკოპის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული დელეგაცია არ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics