|
2022-05-27 14:25:39, 858 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - სოროსის ფონდი, თბილისის ხელმძღვანელობის პირობებში, გადაქცეულია ომის პარტიის დანამატად
სამწუხაროდ, სოროსის ფონდის თბილისის ოფისი არსებული ხელმძღვანელობის პირობებში პირდაპირ გადაქცეულია ომის პარტიის ერთერთ დანამატად. ამის მორიგი დადასტურება იყო ის პოზიცია, რომელიც დაფიქსირდა მისი ერთერთი თანამშრომლის მხრიდან. ეს არის სერგო ორჯონიკიძის მსგავსი ქმედება - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, ვანო ჩხიკვაძის ქმედება ომის პარტიის, რადიკალური ოპოზიციის ქმედებების გაგრძელებაა. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. „როდესაც ასეთ რამეს აკეთებ შენი ქვეყნის წინააღმდეგ ასეთ კრიტიკულ დროს, ეს არის ზუსტად იმის გაგრძელება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ისინი აწარმოებენ აგიტაციას იმის წინააღმდეგ, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ვანო ჩხიკვაძის ქმედებაც არის ზუსტად ამ ომის პარტიის, რადიკალური ოპოზიციის ქმედებების გაგრძელება. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამის უკან რა დგას, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ეს არის არეულობის მცდელობა, რომელსაც ჩვენ ვიხილავთ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი რამ მოხდა. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ასეთი რამ არ მოხდება ერთი მარტივი მიზეზის გამო - არავითარი საფუძველი არ აქვს ამას. საქართველო ყველა პარამეტრით იმაზე მეტად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. არსებობს ძალიან მარტივი კრიტერიუმები, ეს არის სამართლის უზენაესობა და დემოკრატია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესრულება, ეკონომიკური თანამშრომლობა, ზოგადად ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. ყველა პარამეტრით საქართველო წინ უსწრებს როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას, შესაბამისად, არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, მითუმეტეს, თუ ეს სტატუსი მიენიჭება უკრაინას და მოლდოვას. ამ ფონზე, როდესაც რადიკალური ოპოზიცია აწარმოებს კამპანიას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ალბათ ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს ბევრ რამეზე მიანიშნებს, პირველ რიგში მათ ზრახვებზე.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)