|
2022-05-27 10:59:38, 1841 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ „დამოუკიდებლობის სკოლა“ ქართველი გმირების შესახებ თბილისში გრძელდება
„თიბისის“ „დამოუკიდებლობის სკოლა“ ქართველი გმირების შესახებ თბილისში გრძელდება“, - ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. მათი ცნობით, დამოუკიდებლობის სკოლა, რომელიც მოიცავს საჯარო ლექციების სერიას დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შესახებ პირველად “თიბისიმ” 2018 წელს გამართა. 5 წლის განმავლობაში უკვე ჩატარდა 20-ზე მეტი შეხვედრა. „წელს, დამოუკიდებლობის სკოლა პროექტ „გმირებს“ ეძღვნება, რომელიც “თიბისიმ” 2019 წელს დაიწყო და ის საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 101 წლის იუბილეს მიუძღვნა. პროექტის ფარგლებში პირველად ქართველი სამხედრო მოღვაწის და ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის საკოლექციო ფიგურა შეიქმნა. წელს კი კოლექციას ათი ახალი ფიგურა შეემატება, რომლებიც იმ ქართველ გმირებს ეკუთვნის, ვინც ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში ქვეყნის თავისუფლებისთვის, განვითარებისა და მშვიდობისთვის დაუღალავად იბრძოდა. სწორედ ამ ათ ქართველ გმირს ეძღვნება წლევანდელი დამოუკიდებლობის სკოლა. საჯარო ლექცები უკვე ჩატარდა ლანჩუთსა და ქუთაისში, სადაც გმირების - ნოე ჟორდანიას, ამბროსი ხელაიასა და მარო მაყაშვილის შესახებ მწერალმა ანა კორძაია-სამადაშვილმა და ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ ისაუბრეს. ხოლო ქუთაისში დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფეს შესახებ საჯარო ლექციები ფილოლოგმა ლევან გიგინეიშვილმა და პოეტმა დიანა ანფიმიადმა წაიკითხეს. დამოუკიდებლობის სკოლა დღეს დასრულდება - სამ ღონისძიებას საქართველოს მწერალთა სახლი უმასპინძლებს. ვახტანგ გორგასლის შესახებ მწერალი ჯიმშერ რეხვიაშვილი და ჟურნალისტი ეკა ქევანიშვილი ისაუბრებენ, ამავე დღეს ექვთიმე თაყაიშვილს და დავით სარაჯიშვილს საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორი, ნატა ლომოური და საქართველოს პარლამენტის ეროვნული არქივის დირექტორი ირაკლი იაკობაშვილი გაგვაცნობენ. საჯარო ლექციები 27 მაისს, 18.00 საათზე დაიწყება. დამოუკიდებლობის სკოლა უკრაინული პოეზიის კითხვით დასრულდება, სოლიდარობის ნიშნად უკრაინელი ავტორების ლექსებს ქართველი პოეტები: რატი ამაღლობელი, პაატა შამუგია, დიანა ანფიმიადი, შოთა იათაშვილი, ეკა ქევანიშვილი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ნატო ინგოროყვა და გიორგი ლობჟანიძე წაიკითხავენ. დამოუკიდებლობის სკოლის ყველა ღონისძიება ღიაა ნებისმიერ მსურველისთვის და დასწრება თავისუფალია”,- ნათქვამია ინფორმაციაში. გაიგე ღონისძიების შესახებ მეტი აქ
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)