15:52 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-26 16:11:16, 2579 ნახვა

ომი უკრაინაში
ფინეთის პრემიერ-მინისტრი ბუჩაში ჩავიდა

ფინეთის პრემიერ-მინისტრი, სანა მარინი ბუჩაში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ცენტრი ავრცელებს.

ამასთან, ფინეთის პრემიერი ცოტახსნის წინ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

„ჩვენთვის ფინეთის სამხედრო დახმარება ძალიან ღირებულია. იარაღი, სანქციების პოლიტიკა და ჩვენი პარტნიორების ერთიანობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში - ეს არის ის, რაც უზრუნველყოფს ჩვენი მიწის დაცვას. მადლობა ფინეთის პრემიერ მინისტრს სანა მარინს სტუმრობისა და თავდაუზოგავი მხარდაჭერისთვის!“,-წერს ზელენსკი შეხვედრის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ  24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

ამასთან, დასავლეთის მთელმა რიგმა ქვეყნებმა, კერძოდ კი შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს უკრაინას, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დააწესებითა და იარაღის მიწოდებით დახმარებოდნენ.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics