20:19 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-26 12:01:34, 970 ნახვა

საზოგადოება
თბილისსა და კიდევ ხუთ რეგიონში ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართა

დღეს, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. თბილისსა და კიდევ ხუთ რეგიონში ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართა. 

რეკრუტებმა ფიცი დადების ცერემონია თავისუფლების მოედანზე დაიწყეს და პირდაპირი ეთერით დმანისიდან, მატანში, გუდანში, შემოქმედში და ფოთიდან გადაიცემოდა. 

ღონისძიებას პრეზიდენტი, მთავრობის, პარლამენტისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

"ბატონებო, გილოცავთ სამხედრო ფიცის დადებას", - მიმართა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რეკრუტებს. ,

შეგახსენებთ, რომ ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“.

1921 წელს საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა და ქვეყნის ანექსია მოახდინა. საქართველოს მთავრობა და დამფუძნებელი კრების უმრავლესობა ემიგრაციაში წავიდა. ქვეყანაში დიქტატორული რეჟიმი დამყარდა. საქართველო 70 წელი ელოდა თავისუფლების ხელმეორედ მოპოვებას.

1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის შედეგად, მოსახლეობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ქვეყანამ დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი დაიბრუნა. 1991 წლის 9 აპრილს ძალაში შევიდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics