|
2022-05-26 11:34:33, 1375 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - ქართველ ხალხს ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებ გამარჯვებას ჩვენს ევროპულ მისწრაფებებში
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, 26 მაისს, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაგეგმილია სადღესასწაულო ღონისძიებები, მრავალფეროვანი აქტივობები, გამოფენები და კონცერტები. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში ანბანის კოშკთან საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერა. „პირველ რიგში მსურს ჩვენს ქვეყანას, ქართველ ხალხს მივულოცო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ბევრი გამარჯვება ვუსურვო ჩვენს ევროპულ მისწრაფებებში. აჭარა განსაკუთრებით აღნიშნავს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს. დაგეგმილია ღონისძიებები როგორც ბათუმში მთელი დღის განმავლობაში, ასევე კვირეული მუნიციპალიტეტებში და დარწმუნებული ვარ, როგორც ბათუმელები, ასევე აჭარის თითოეული მაცხოვრებელი, სტუმრები, შესაბამისად აღნიშნავენ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს დღეს" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)