04:09 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-25 22:46:10, 1665 ნახვა

საზოგადოება
ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის 20 ათასამდე მოქალაქე შემოვიდა

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრიი კასიანოვის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის 20 ათასამდე მოქალაქე შემოვიდა, მათ შორის 5 500 არასრულწლოვანია.

კასიანოვმა დღეს, 25 მაისს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, რომ ლტოლვილების საქართველოში განთავსებას პრობლემები არ შეექმნება.

“საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება თითქმის უკრაინის 20 ათასი მოქალაქე, საიდანაც დაახლოებით 5500 არასრულწლოვანია. საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, ასევე გაეროს უმაღლეს კომისართან თანამშრომლობით ვახორციელებთ ყველა ღონისძიებას, რაც საჭიროა საბაზისო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. უკრაინის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში უკვე სხვადასხვა სფეროშია დასაქმებული. როგორც იცით, ირაკლი ღარიბაშვილი ვარშავის კონფერენციაში მონაწილეობდა. ჩვენ მადლიერები ვართ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო გააგრძელებს მხარდაჭერას, დახმარება გაუწიოს უკრაინელი ლტოლვილებს მიღებასა და განთავსებაში, ამისთვის საქართველოს მთავრობა გამოყოფს 7 მლნ დოლარს. ველით, რომ მთავრობის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილებები უახლოეს დღეში იქნება მიღებული და უკრაინელი ლტოლვილების საქართველოში განთავსებასთან დაკავშირებით არ იქნება პრობლემები, ამას ველოდებით 2022 წლის პირველი ივნისიდან.

მადლობლები ვართ საქართველოს მთავრობის, კერძოდ, განათლების და მეცნიერების მინისტრის, იმ თანადგომისთვის, რაც მან გაწია უკრაინული სექტორის გახსნასთან დაკავშირებით”, – აღნიშნავს კასიანოვი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics