14:56 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-25 18:14:46, 1043 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ნადარეიშვილი - საჯარო-კერძო დიალოგი, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია

საჯარო-კერძო დიალოგი, მისი ხარისხის შეფასება და მუდმივი გაუმჯობესება, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე თქმით, ძალიან საინტერესოა USAID-ისა IDFI-ს მხარდაჭერით მომზადებული ანგარიში, რომელიც ემსახურება ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესში საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასებას.

„ჩვენთვის ძალიან საინტერესოა USAID-ისა IDFI-ს მხარდაჭერით მომზადებული ანგარიში, რომელიც ემსახურება ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესში საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასებას, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ეს კვლევა შეეხო რამდენიმე მნიშვნელოვან კანონს და დადგენილებას, რომლებიც უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით და ავტორობით არის შექმნილი, ან ამ პროცესში ძალიან აქტიური მონაწილეობა გვაქვს მიღებული" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა პრეზენტაციაზე „ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესში საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასება 2020-2021 წწ." სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, პოლიტიკის დოკუმენტის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების წესი, რომელიც 2020 წლიდან შევიდა ძალაში, ცალსახად ხაზს უსვამს და ითვალისწინებს პოლიტიკის დოკუმენტების შექმნაში დიალოგისა და კონსულტაციების საჭიროებას. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია  რეგულირების ზეგავლენის შეფასებაც, რომელიც საკანონმდებლო დონეზე არის სავალდებულო და მისი ინსტიტუციური მექანიზმების განვითარების მიზნით დამტკიცებულია რეგულირების ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგია.

„2016 წლიდან ეკონომიკის სამინისტრო  ასევე აქტიურად იყენებს კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს პლატფორმას, რომელშიც შედის თითქმის ყველა დარგობრივი ასოციაცია. ამ პლატფორმის ფარგლებში გვაქვს საშუალება, რომ კერძო სექტორთან ვისაუბროთ და ვიმსჯელოთ ყველა იმ რეგულაციასა და ინიციატივაზე, რომელშიც ჩართულია ეკონომიკის სამინისტრო სხვადასხვა ფორმით" - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია საჯარო პოლიტიკის ეფექტური განხორციელებისთვის, რაც ასევე ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევაში აღნიშნულია, რომ მთავრობის ღიაობა და სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებულობა არსებული გამოწვევების შეფასების და დაძლევის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics