14:56 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-25 16:26:12, 963 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ს საელჩო: ჩვენი აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში

ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში, - ასე ეხმაურება აშშ-ს საელჩო ირაკლი კობახიძის განცხადებას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის ჩაშლილ მოგზაურობასთან დაკავშირებით. 

საელჩომ დასძინა, რომ 30 წელია მხარს უჭერენ საქართველოს სასამართლოს პროგრამებით.

"30 წელია ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. 

ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით შეერთებულ შტატებში გვარამიას საქმეზე გამოტანილი განაჩენის გამო აღარ გაემგზავრება, რასაც ირაკლი კობახიძემ "სპეკულაცია" უწოდა და აშშ-ს საელჩოს განმარტების გაკეთება მოსთხოვა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics