14:56 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-25 15:41:23, 1197 ნახვა

პოლიტიკა
გახარია - თუ ერთობა არ შეგვიძლია, დარჩენილ მცირე დროში მაინც გავჩუმდეთ, რომ ერთმანეთის ლანძღვით არ დავაზიანოთ პროცესი

მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობას, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს თუ ეს ერთობა არ შეგვიძლია, დარჩენილ მცირე დროში მაინც გავჩუმდეთ, რათა ერთმანეთის ლანძღვით და ბრალდებებით არ დავაზიანოთ პროცესი, რომლის დასრულებამდეც სულ რაღაც 4 კვირა დარჩა,- ასე ეხმაურება საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე საკითხს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია.

როგორც გახარიამ განაცხადა, ხელისუფლებას და ოპოზიციას კარგად უნდა ესმოდეს, რომ წარმატებული ქართული სახელმწიფოს მშენებლობის შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას ვერავინ ვერავის ვერ გადააბრალებს.

„დღეს, ყველაზე მეტად გვჭირდება ერთიანობა, მიუხედავად ყველაფრისა! უნდა დავდგეთ ერთად! საერთო მიზნის მისაღწევად! ერთად დგომა და კომპრომისის უნარი არის ის, რაც დღეს ყველაზე მეტად გვაკლია და რაც ჩვენს ევროპულ პერსპექტივას აზიანებს. შესაბამისად, უარი უნდა ვუთხრათ დაპირისპირებას, პირადი ინტერესების ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დაყენებას, მიდგომას - „ვინც ჩემთან არ არის, ქვეყნის მტერია". და როდესაც საქმე ეხება ეროვნულ საკითხს - ვისწავლოთ ერთად დგომა! ამიტომაც, მივმართავ: - საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ვთხოვ ჩვენს ეკლესიას, გავერთიანდეთ და დავდგეთ ერთად - მხოლოდ ერთობითაა შესაძლებელი დავიცვათ ჩვენი შვილების მომავალი! თუ ეს ერთობა არ შეგვიძლია, დარჩენილ მცირე დროში მაინც გავჩუმდეთ, რათა ერთმანეთის ლანძღვით და ბრალდებებით არ დავაზიანოთ პროცესი, რომლის დასრულებამდეც სულ რაღაც 4 კვირა დარჩა. გამარჯვება და მარცხი ყველასია, პასუხისმგებლობა კი ხელისუფლების!“,- განაცხადა გახარიამ.

გარდა ამისა, გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსის ვერ მიღება თითოეული ჩვენგანის მარცხი და ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება.

„არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ოპოზიციის თუ ხელისუფლების მხრიდან. გარწმუნებთ, რომ შედეგი ქვეყნის იზოლაცია იქნება. ჩვენს დავკარგავთ ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს. ყველაზე დიდი რისკი იქნება ის, რომ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს პირისპირ აღმოვჩნდეთ ოკუპანტთან ისე, რომ, ერთი მეგობარიც აღარ დაგვრჩეს. პოლიტიკურ კონტექსტში ეს ყველაზე დიდი რისკია“, - დასძინა გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics