18:54 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-25 15:15:52, 834 ნახვა

საზოგადოება
„ბილაინისა“ და უნიქარდის ერთობლივი მობილური თამაში უკვე ხელმისაწვდომია

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრის, „ბილაინის“ თამაშების პორტალზე „ბილაინისა“ და უნიქარდის ერთობლივი თამაში „Multiverse Run” გაეშვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბილაინი“ ავრცლებს.

მათი ცნობით, ახალი თამაშის მეშვეობით აბონენტს შესაძლებლობა აქვს ერთდროულად დააგროვოს  „ბილაინის“ შიდა ქსელში წუთები და უნიქარდის ქულები. მოგებული წუთები აბონენტს თამაშისთვის გამოყოფილ სპეციალურ ბალანსზე ერიცხება, ხოლო უნიქარდის შემთხვევაში, ქულების მოგების შემდგომ აბონენტს უკავშირდებიან უნიქარდიდან, რათა მოხდეს რეგისტრაციის დასრულდება და მოგებული ქულების ბარათზე დარიცხვა.  იმ შემთხვევაში თუ აბონენტი ვერაფერს შეაგროვებს, ის მიიღებს საჩუქრად 30 წუთს „ბილაინისგან“, ხელახლა ვერიფიკაციამდე კი 3 ცდის შესაძლებლობა ექნება.

„ბილაინი“ აგრძელებს ციფრული ეკოსისტემის განვითარებას. თამაშების პორტალი მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. „ბილაინმა“ ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო მობილური თამაშების განვითარება ქართულ ბაზარზე და მოწინავე კომპანიაა ამ მიმართულებით. მალევე შეიქმნა „ბილაინის“ მობილური თამაშების ერთიანი პორტალი, რომელიც მუდმივად ახლდება და იხვეწება. ახლა ის უკვე არა მხოლოდ „ბილაინის“, არამედ ბიზნეს პარტნიორებთან ერთად შექმნილ თამაშებსაც გააერთიანებს.  მალე „ბილაინის“ თამაშების პორტალი განახლებული დიზაინით გაეშვება.“- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics