|
2022-05-25 12:51:08, 1539 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ ედუარდ ნაკაშიძე დაინიშნა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ ედუარდ ნაკაშიძე დაინიშნა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ნინო ნიჟარაძესთან ერთად, სამინისტროს თანამშრომლებს მინისტრის ახალი მოადგილე, ედუარდ ნაკაშიძე წარუდგინა. დღეიდან, ედუარდ ნაკაშიძე მინისტრის მოადგილის რანგში, ეკომიგრაციის მიმართულებას უხელმძღვანელებს. მას საჯარო სამსახურში საქმიანობის 19 წლიანი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში დასაქმებული იყო აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, ხოლო ბოლო პერიოდში საქმიანობდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის, ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების განყოფილების უფოსად. ედუარდ ნაკაშიძე აქტიურად იყო ჩათული ე.წ. ,,ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი სპეციალური კომისიის მუშაობაში. დღეიდან ასევე, მინისტრის პირველი მოადგილის პორფელიო, მარი ზანაქიძემ ჩაიბარა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)