18:54 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-25 12:20:46, 1117 ნახვა

საზოგადოება
ალექსანდრე დარახველიძემ საგზაო უსაფრთხოების თემაზე ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ერთიანი მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბების და საგზაო უსაფრთხოების მართვის შემდგომი გაუმჯობესების მხარდაჭერა საქართველოში“ - გახსნით ღონისძიებას დაესწრო.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი, პოლონეთის განვითარების ფონდებისა და რეგიონული პოლიტიკის მინისტრი გრეგორზ პუდა, ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა, პოლონეთის ელჩი საქართველოში - მარიუშ მაშკიევიჩი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი - ამირან გამყრელიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი ირაკლი ყურაშვილი და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი ალექსანდრე დარასი ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და პროექტის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

შეხვედრის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორი უწყებების მიერ პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები განიხილეს.

აღნიშნული პროექტის მიზანია საქართველოში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მართვის გაძლიერება, ავტოსაგზაო შემთხვევების აღრიცხვიანობის სისტემის გაუმჯობესება, საგზაო უსაფრთხოების სრულყოფილი მონაცემთა ბაზის შექმნა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით უწყებათა შესაძლებლობების გაძლიერება.

ალექსანდრე დარახველიძემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის დელეგაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერისთვის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics