|
2022-05-25 12:16:34, 804 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ევროკავშირისთვის სანდო და ლოიალური პარტნიორი ვართ და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ მეტად დავუახლოვდეთ
საქართველო ძალიან სანდო და ლოიალური პარტნიორია ევროკავშირისთვის. ეს არის ჩვენი ერის არჩევანი და მხოლოდ მთავრობას არ ეკუთვნის. ვიტყოდი, რომ ეს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული ცივილიზაციური არჩევანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე - „სამეზობლოსთან ევროკავშირის პარტნიორობის ხელახალი გააზრება" განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რათა საქართველო ევროკავშირს დაუახლოვდეს და ახლოს აღმოჩნდეს საბოლოო მიზანთან, რაც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას გულისხმობს. „უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიდებული შესაძლებლობა მოგვეცა საქართველოს მისწრაფებებზე, ევროკავშირში გაწევრიანებაზე სასაუბროდ. ბრწყინვალე შესაძლებლობა გვეძლევა, რადგან კოვიდის გამო არ გვქონდა შესაძლებლობა პირადად შევხვედრილიყავით. ამიტომ, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ამ შესაძლებლობისთვის. აქვე მინდა ვთქვა, რომ საქართველო ძალიან სანდო და ლოიალური პარტნიორია ევროკავშირისთვის. ეს არის ჩვენი ერის არჩევანი და მხოლოდ მთავრობას არ ეკუთვნის. ვიტყოდი, რომ ეს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული ცივილიზაციური არჩევანია. ძალიან ლოიალური და ერთგული პარტნიორობა ვაჩვენეთ ევროკავშირს, რადგან საერთო ფასეულობები და პრინციპები გვაერთიანებს. მოგეხსენებათ, რომ 2014 წელს ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას. ეს მთავარი დოკუმენტი და გზამკვლევია სრულფასოვანი გაწევრიანებისთვის. მას შემდეგ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გავაფორმეთ და ხელშესახები შედეგებიც ვიქონიეთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის სახით, რაც ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისთვის. სულ ახლახანს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარვადგინეთ. თქვენს კითხვაზე პასუხად მოგახსენებთ, რომ რაც უფრო ახლოს მიგვიყვანს ევროკავშირთან და მასში გაწევრიანებასთან, რა თქმა უნდა, მისაღები იქნება ჩვენთვის, იმიტომ რომ სხვა ალტერნატივა არ გაგვაჩნია. როგორც უკვე ვახსენე, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და ყველაფერს გავაკეთებთ - მაქსიმუმს გავაკეთებთ - იმისათვის, რომ ევროკავშირს დავუახლოვდეთ და ჩვენს საბოლოო მიზანთან ახლოს აღმოვჩნდეთ, რაც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას გულისხმობს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრთან ერთად პანელში მონაწილეობდნენ მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა, ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალარ კარისი, და ავსტრიის რესპუბლიკის ევროპული და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი. პანელის მოდერატორი „The New York Times"-ის ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი, მატინა სტევის-გრიდნეფი იყო.
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)