15:33 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-25 11:05:04, 1460 ნახვა

ომი უკრაინაში
მარიუპოლის კიდევ 346 მცხოვრები ფილტრაციის ბანაკში გადაასახლეს, მათ შორის 24 ბავშვი

 მარიუპოლის მერის მრჩეეველის, პეტრ ანდრიუშჩენკოს განცხადებით რუსმა ოკუპანტებმა 346 მცხოვრები, მათ შორის 24 ბავშვი ფილტრაციის ბანაკში გადაასახლეს. 

მისივე თქმი, 230 მარიუპოლელინ რუსულ ტაგანროგში გადაიყვანეს, ხოლო დანარჩენი სოფელ ბეზიმენნოეში.

„გუშინ მარიუპოლიდან 346 მარიუპოლის მცხოვრები, მათ შორის 24 ბავშვი, გადაიყვანეს ფილტრაციის პუნქტში ნოვოაზოვსკის რაიონის სოფელ ბეზიმენნოეში“, - განაცხადა ანდრიუშჩენკომ. 

შეგახსენებთ, რომ მარიუპოლი რუსი დამპყრობლების ძლიერი ცეცხლის ქვეშ მოექცა მათი სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველივე დღიდან.

კიევის ოფიციალური მონაცემებით, რუსულმა ჯარებმა მარიუპოლის ათიათასობით მაცხოვრებელი დახოცეს. შეუძლებელია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის მსხვერპლთა საბოლოო რაოდენობის დადგენა, რადგან დამპყრობლები დამოუკიდებლად ანადგურებენ მათ მიერ დაბომბილი შენობების ნანგრევებს, ანადგურებენ ჩადენილი სისასტიკის დანაშაულებს.

რუსები დანგრეული ქალაქის დატოვების მსურველ მოქალაქეებს „ფილტრაციის“ ბანაკებში აგზავნიან, რის შემდეგაც ისინი დეპორტირებულნი არიან რუსეთის დეპრესიულ რეგიონებში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics