2022-05-24 20:59:26, 1579 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანმა არქეოლოგი იულონ გაგოშიძე ხელოვნების მუზეუმიდან გაათავისუფლა
არქეოლოგი, იულონ გაგოშიძე ხელოვნების მუზეუმიდან გაათავისუფლეს. - ამის შესახებ ინფორმაციას მისი შვილიშვილი, სოფო გაგოშიძე ავრცელებს.
მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ ჭაობთან, რომელიც მინისტრის თაოსნობით შეიქმნა კულტურის სფეროში, არ ასოცირდებიან.
"დღეს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ინსტიტუციებიდან ბოლო ორი გაგოშიძე გაათავისუფლეს: დათა და იულონი.
მიხარია, რომ იმ ჭაობთან, რომელიც მინისტრის თაოსნობით შეიქმნა კულტურის სფეროში, არ ვასოცირდებით და ისტორიის - რომელიც აუცილებლად ასახავს ამ ყველაფერს - თავისდაუნებურად, დადებით მხარეს მოგვაქციეს.
დიდი მადლობა ქალ-ბატონო ვიცე-პრემიერო". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს ეროვნულმა მუზეუმმა იულონ გაგოშიძეს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, განცხადება ხელმოსაწერად გაუგზავნა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,