16:08 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-24 16:51:11, 1219 ნახვა

პოლიტიკა
კრამერი და კელი - პუტინი უკრაინაში მარცხდება, თუმცა საქართველოში იგებს

პუტინი უკრაინაში მარცხდება, თუმცა საქართველოში იგებს. - ამ სახელწოდების სტატიას აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელიმ და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი ერთობლივი სტატიას აქვეყნებენ.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ განსაკუთრებით უკრაინის კრიზისის შემდეგ, საქართველოს მმართველობა სულ უფრო ემსგავსება რუსულ მოდელს.

"განსაკუთრებით უკრაინის კრიზისის შემდეგ, საქართველოს მმართველობა სულ უფრო ემსგავსება რუსულ მოდელს, რომელიც სრულდება ერთპარტიული მმართველობითა და ოპოზიციის დევნასთან ერთად. შეერთებულმა შტატებმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა უნდა განახორციელონ თავიანთი გავლენა საქართველოზე, რათა დაეხმარონ ამ დესტრუქციული ძალების შეკავებას. ჩვენ ვალდებულნი ვართ ბევრი ქართველის წინაშე, რომლებიც იმედოვნებენ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას, დაწესდეს მოგზაურობის აკრძალვები და სხვა სანქციები მათთვის, ვინც ძირს უთხრის დასავლეთთან მომავლის იმედს. " - ნათქვამია სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics