21:39 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-23 16:17:38, 1288 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია  დასრულდა. პროექტის მხარდასაჭერად, საქართველოს ბანკის მიერ 11 მლნ. ლარის მოცულობის ინვესტიცია გაიცა.

ბორჯომის ცენტრში განთავსებული სასტუმრო-სანატორიუმი სხვადასხვა კატეგორიის 164 ნომერს აერთიანებს და დამსვენებლებს სხვადასხვა სამედიცინო თუ სარელაქსაციო მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის: ორგანიზმის სრული დიაგნოსტიკა და პროფესიონალი სამედიცინო გუნდის კონსულტაციები, ლაბორატორიული კვლევა, სპა პროცედურები, ფიტნესი და სხვ. 
სასტუმრო-სანატორიუმის ყოველდღიურ საქმიანობაში 196 ადამიანია ჩართული.

"ბორჯომი პალასის“ ისტორია 1876 წელს იწყება. ობიექტი რეგიონში პირველ სანატორიუმს წარმოადგენდა, სადაც დამსვენებლებს ბალნეოლოგიური და სპა სერვისებით შეეძლოთ სარგებლობა. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკთან პარტნიორობით წარმატებით შევძელით სასტუმრო-სანატორიუმის სრული რეკონსტრუქცია, ახალი სივრცეებისა და სერვისების დამატება. თანამედროვე აღჭურვილობის და პროფესიონალი სამედიცინო გუნდის ერთობლიობა, შესაძლებელს ხდის დამსვენებლებმა სრულყოფილი რეაბილიტაციისა და მკურნალობის კურსი ჩაიტარონ“, - განაცხდა კომპანიის დირექტორმა, ნუგზარ აღლემაშვილმა.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით მსგავსი ისტორიული მნიშვნელობის დაწესებულების რეაბილიტაცია განხორციელდა. დღეს „ბორჯომი-პალასი“ განახლებული ინფრასტრუქტურითა და სერვისებით აგრძელებს მრავალწლიან ტრადიციას და საქმიანობას. ეს კი მეტ ადამიანს მისცემს შესაძლებლობას, დაისვენოს ისტორიულ სასტუმრო-სანატორიუმში და ისარგებლოს „ბორჯომი პალასის“ სამედიცინო თუ სარელაქსაციო სერვისებით. ჩვენთვის დიდი პატივია, ხელი შევუწყოთ ქვეყნისათვის მსგავსი მნიშვნელობის პროექტს. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ საინტერესო პროექტების მხარდაჭერას და ბიზნესის გაძლიერებას“, - აცხადებს საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი წეროძე.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics