14:03 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-23 14:09:54, 1465 ნახვა

ომი უკრაინაში
რუს ოკუპანტს, რომელმაც მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა, კიევის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა შეუფარდა

კიევის სოლომენსკის სასამართლომ ტყვე რუს სერჟანტ ვადიმ შიშიმარინს, რომელსაც ბრალად აქვს წაყენებული სუმის რეგიონში მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლომ შიშიმარინი დამნაშავედ ცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, იუწყება BBC-ის კორესპონდენტი სასამართლოდან.

21 წლის შიშიმარინი პირველი რუსი ჯარისკაცია, რომელსაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ ომის დანაშაულის ბრალდებით სასამართლო განიხილავენ. შიშიმარინს ბრალად ედებოდა სოფელ ჩუპახოვკაში მცხოვრები 62 წლის ალექსანდრე შელიპოვის მკვლელობა. უკვე პირველ სასამართლო სხდომაზე სერჟანტმა დანაშაული აღიარა.

28 თებერვალს მომხდარი მოვლენები, პროკურატურის თქმით, ასე განვითარდა: სოფელ გრინჩენკოვედან არც თუ ისე შორს, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს კოლონა, რომელშიც შიშიმარინი იმყოფებოდა, რის შემდეგაც მან და კიდევ ოთხმა რუსმა სამხედრომ ადგილობრივს მანქანა წაართვეს. 
გზად ოკუპანტებმა დაინახეს შელიპოვი, რომელიც ტელეფონზე საუბრობდა და სამხედრო მეთაურმა, გვარად პუფაკოვმა, შიშიმარინს უბრძანა, მოეკლათ მამაკაცი, რათა მას უკრაინელი ჯარისკაცებისთვის არ ეცნობებინა, არ ეცნობებია მათი ადგილსამყოფელის შესახებ. შიშიმარინმა უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეს ავტომატიდან რამდენიმეჯერ ესროლა, შელიპოვი სახლიდან რამდენიმე ათეულ მეტრში თავში მიყენებული ტყვიით გარდაიცვალა.

უკვე შელიპოვის მკვლელობის შემდეგ, შიშიმარინის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს და მალე მან და სამმა სამხედრომ გადაწყვიტეს დანებება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
თიბისის საერთაშორისო აღიარება - ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
მეუფე ნიკოლოზი - კანდიდატი კი იქნება მოსაყდრე, მაგრამ რამდენ ხმას მოაგროვებს, ამ წუთას არავინ არ იცის
პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილს შორის 1 საათიანი შეხვედრა დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics