2022-05-23 13:45:57, 1288 ნახვა
პოლიტიკა
პარტია „ლელო“ 27 მაისს პრემიერ-მინისტრს პარლამენტში იბარებს
"ლელოს" საპარლამენტო გუნდის ინიციატივით ინტერპელაციის წესით პარასკევს 27 მაისს პარლამენტში პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია დაბარებული.
პრემიერ მინისტრს კანონი ავალდებულებს აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას.
"ამ საკითხზე მე გაგზავნილი მაქვს დეტალური კითხვები სახელმწიფოს სხვა და სხვა უწყებებთან, მათ დიდ ნაწილს ჯერ პასუხები არ გაუცია, რაც კონსტიტუციის დარღვევაა. დღეს ტრიბუნიდან მოვუწოდებთ მოგვაწოდონ ეს ინფორმაცია და პრემიერს - პარლამენტში მოვიდეს გატარებულ ღონისძიებებზე კონკრეტული პასუხებით.
დღეს, შავ ხვრელად გადაქცევა თავად საქართველოსთვის არის საშიში და ძალიან დიდ ზიანს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. შესაბამისად მოცემულ სიტუაციაში უაღრესად მნიშვნელოვანია კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხების მიღება პრემიერ მინისტრისგან." - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,