21:11 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-23 11:25:45, 1004 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „გრინ დეველოპმენტს“ კიდევ ერთი საცხოვრებელი ბლოკი დაემატება

„საქართველოს ბანკი“ დეველოპერული სექტორისა და მდგრადი ბიზნესების გაძლიერებას განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერით კომპანია „გრინ დეველოპმენტი“ პროექტის-„მწვანე უბანი ლისთან“ გაფართოებას გეგმავს.

მწვანე უბანს ლისთან 8 167  მ2-ის მოცულობის კიდევ ერთი საცხოვრებელი ბლოკი დაემატება. პროექტის ბიუჯეტი 4 მლნ აშშ დოლარია და ის მოიცავს კომერციულ ფართს, პარკინგებს და საცხოვრებელ ფართებს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელება  მიმდინარეობს ევროპული სტანდარტების მქონე ენერგოეფექტური, დაბალ სართულიანი (4-5) განაშენიანებით. ტერიტორიაზე გათვალისწინებულია დიდი სარეკრეაციო ზონების, სკვერების, სასეირნო სივრცეების და ველობილიკების მოწყობა. ასევე, დამონტაჟდება მზის ენერგიის პანელები, რომლის საშუალებითაც განათდება სადარბაზო, სადგომები და საერთო სარგებლობის სივრცეები.

„საქართველოს ბანკსა“ და „გრინ დეველოპმენტს“ რამდენიმე წლიანი პარტნიორობა აკავშირებთ. არსებული თანამშრომლობის შედეგად ლისის ტბის მიმდებარედ საცხოვრებელ კომპლექსში „მწვანე უბანი ლისთან“ უკვე აშენებულია ექვსი საცხოვრებელი ბლოკი, რომელიც მოიცავს 1,5 ჰექტარზე - კვ მეტრზე არსებულ საცხოვრებელ კომპლექსს. ამ პროექტის განხორციელებისთვის ბანკის მხრიდან გამოყოფილი იყო 2 500 000 აშშ დოლარი.

ინფორმაციისთვის, „მწვანე უბანი ლისთან” კომპანია “გრინ დეველოპმენის“ მიმდინარე მსხვილი პროქტია, რომელიც შენდება ლისის ტბის  მიმდებარედ 25 ჰა მიწის ნაკვეთზე და გათვლილია 5000–ზე მეტ ოჯახზე.

სახლებში გათვალისწინებულია:

  • ფოიეს ტიპის შესასვლელები,
  • დახურული და ღია ავტოსადგომები;
  • ინდივიდუალური self storage ტიპის სათავსო ოთახები.
  • კომერციული  და საოფისე ფართები;
  •  სასეირნო ბილიკები;
  • ბავშვების სათამაშო მოედნები;
  • 30000 კვ.მ სარეკრეაციო სივრცის მოწყობა;

 

 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics