12:46 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-21 12:38:51, 1562 ნახვა

ომი უკრაინაში
„აზოვსტალის“ მებრძოლის ცოლი - ჩემი ქმარი ერთი ჯოჯოხეთიდან მეორე ჯოჯოხეთისკენ მიდის

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ აზოვსტალზე კონტროლის დაამყარება და მებრძოლების ტყვედ აყვანა შეძლეს. აღნიშნულის შესახებ იფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

კვირების განმავლობაში უკრაინელი მებრძოლები მარიუპოლში, აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში ებრძოდნენ რუსეთის წინსვლას. თუმცა პარასკევს, რუსეთმა განაცხადა, რომ ბოლო მცველები დანებდნენ  - ფართო ფოლადის ქარხანა და ქალაქი რუსეთის კონტროლის ქვეშ მოექცა.

აზოვსტალის ერთ-ერთი მებრძოლის ცოლი ნატალია ზარიცკა, ამბობს, რომ მეუღლეს 2 დღის წინ ესაუბრა.

„ჩემმა ქმარმა მომწერა ორი დღის წინ. მდგომარეობა მართლაც მძიმე და საშინელია. ჩემი ქმარი ერთი ჯოჯოხეთიდან მეორე ჯოჯოხეთისკენ მიდის", - აღნიშნა ნატალია ზარიცკამ

აღნიშნულთან დაკავშირებით, უკრაინას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

გარდა ამისა, ინტერნეტში მანამდე გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს, რომ დარჩენილი მებრძოლები გამოდიან ფოლადის ქარხნიდან და ახლა ომის ტყვეები არიან თვითგამოცხადებულ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში.

შეგახსენებთ, რომ მარიუპოლი ალყაში თითქმის სამი თვის განმავლობაში იყო, ბოლო უკრაინელი მებრძოლები ფოლადის ქარხანას, 1000-მდე მშვიდობიანი მოქალაქესთან ერთად აფარებდნენ თავს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
ბელგოროდის რეგიონში უკრაინის დარტყმების შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა
სროლაში ეჭვმიტანილი მასწავლებელი, ტრამპს უკრაინის მიტოვებაში ადანაშაულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics