21:12 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-20 12:35:06, 1675 ნახვა

საზოგადოება
მაღალი ხარისხის ორთოპედიული პროდუქტები კომპანია “ახალ ხედვაში”

უკვე 10 წელია კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ორთოპედიულ პროდუქციას  სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში თქვენ შეხვდებით ექსკლუზიური ბრენდების - Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის, Darco-ს,Bauerfeind-ის, Berger-ის  და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების პროდუქციას. MORSA CYBERG თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა, რომელიც თავის ნაწარმს აწვდის მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანას, ის საქართველოში „ახალი ხედვის“ ექსკლუზიური პარტნიორია. ამ და სხვა  ცნობილი ბრენდების პროდუქციის გაცნობა დეტალური აღწერილობითა და ღირებულებით შეგიძლიათ საიტზე - www.akhalikhedva.ge.

რა ორთოპედიული პროდუქტებია წარმოდგენილი "ახალ ხედვაში"?

"ახალი ხედვის" მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია ორთოპედიული ფიქსატორების მრავალფეროვანი არჩევანი. ამ პროდუქტებს პაციენტები ტკივილის შემსუბუქების, სხეულის რომელიმე ნაწილის იმობილიზაციის, რეაბილიტაციის ან პროფილაქტიკის მიზნით იყენებენ. ფიქსატორი სახსრის მოძრაობის შეზღუდვას უწყობს ხელს და სხეულის თითქმის  ყველა ნაწილისთვის არსებობს. კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს ასევე სთავაზობს ვარიკოზის მოვლის საშუალებების ფართო ასორტიმენტს. იქიდან გამომდინარე, რომ ვარიკოზი მთელ მსოფლიოში გავრცელებული დაავადებაა, ამ პროდუქტზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. მათ პაციენტები ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ ან დაავადების პრევენციის მიზნით ატარებენ.კომპრესიული ტრიკოტაჟი ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას აჩქარებს და  ფეხებში შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას  ხსნის. აღსანიშნავია,რომ სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში მომხმარებლებს შვეიცარიული ბრენდის,Sigvaris-ის უმაღლესი ხარისხის წინდები დახვდება.Sigvaris უკვე 150 წელია არსებობს და დღეს გლობალური სამედიცინო ბაზრის ლიდერი კომპანიაა.ის ქმნის სხვადასხვა კომპრესიის, დიზაინის,ფერისა და სხვადასხვა ქსოვილისგან დამზადებულ ვარიკოზის წინდებს,რითაც ნებისმიერი მომხმარებლის ინტერესს სრულად აკმაყოფილებს. გარდა ამ პროდუქციისა,დიდი პოპულარობით სარგებლობს კომპანია “ახალი ხედვის” სუპინატორებიც, რომლებიც უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა. მათ  ადამიანები ტერფზე არსებული პრობლემების დროს იყენებენ. ბრტყელტერფიანობის გარდა, ეს პროდუქტი ეფექტურია ისეთი დაავადებების არსებობის შემთხვევაში, როგორიცაა: მაღალი თაღი, ვალგუსური და ვარუსული ტერფი, საყრდენი სახსრების პრობლემები, დიაბეტური ტერფი, ქუსლის დეზი, აქილევსის მყესის დაზიანება და  სხვა მსგავსი პათოლოგიები. სუპინატორებს აქტიურად ატარებენ სპორტსმენები და ორსულებიც, რადგან ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ვენებში და აქრობს ფეხებში სიმძიმის შეგრძნებას. ამ და სხვა ორთოპედიული პოდუქტების შეძენას თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე “ახალი ხედვის” 13 ფილიალში შეძლებთ. მომხმარებლისთვის ასევე ხელმისაწვდომია ორთოპედიული პროდუქტების  ონლაინ მაღაზიაში შეკვეთისა და საკურიერო მომსახურების სერვისიც.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics