22:22 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-20 12:32:41, 962 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში საირიგაციო სისტემების წყლით უზრუნველყოფისა და მიწის მართვის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტულია საირიგაციო ინფრასტრუქტურის განვითარება. შესაბამისად, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია დონორი ორგანიზაციების დახმარება და დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვა, რაც ფერმერების სარწყავ წყალზე სტაბილურ წვდომას და მოსავლიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ სახელმწიფო პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია და ქვეყანაში წყალუზრუნველყოფილი ფართობების ზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც მსოფლიო ბანკის სოფლისა და სოფლის მეურნეობის სექტორის ხელმძღვანელმა აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ფრაუკე იანგბლუთიმ საუბრისას აღნიშნა, საქართველოს სოფლის მეურნეობას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქციის მისაღებად დარგობრივი პოლიტიკის განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკის მისიის მხარდაჭერით საქართველოში სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის მართვის მიმართულებით სხვადასხვა პროექტი ხორციელდება, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის მდგრად და თანმიმდევრულ განვითარებას.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს სოფლის მეურნეობის დარგში მსოფლიო ბანკის ახალ საინვესტიციო პროექტზე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მდგრადობის, ირიგაციისა და მიწის განვითარების, რომელიც საირიგაციო ინფრასტრუქტურის მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს და შპს „საქართველოს მელიორაციის“ ინსტიტუციონალური რეფორმის მხარდაჭერას ითვალისწინებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics