04:25 - 25 Jul, 2026
|
2022-05-20 12:19:10, 1413 ნახვა
რეგიონი
შუახევში, სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობების უფასოდ დამუშავების პროგრამა დასასრულს უახლოვდება
შუახევში, ფერმერების ხელშეწყობის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობების უფასოდ დამუშავების პროგრამა დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, პროგრამას, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ფერმერების ხელშეწყობის მიზნით მესამე წელია ახორციელებს. მიწის დამუშავების პროცესში ჩართულია ტექნიკა და აგრო-ვადების შესაბამისად ხორციელდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დამუშავების პროცესი. სამუშაოების მიმდინარეობას, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, თვითმმართველობისა და შუახევის აგროსერვის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. პროგრამის ფარგლებში 2022 წელს აჭარაში 2100 ჰა ფართობი დამუშავდება, მათგან, შუახევში 165 ჰა მიწის ნაკვეთი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)