22:22 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-19 11:30:50, 571 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ავსტრიის საელჩოს ახალი შენობის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ავსტრიის საელჩოს ახალი შენობის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 უწყების ცნობით,ღონისძიების ფარგლებში, ავსტრიის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, თომას მიულმანმა ნინო თანდილაშვილს  ავსტრიის ჩარჩო-სტრატეგია „ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებთან განვითარების სფეროში თანამშრომლობისთვის“ გადასცა. დოკუმენტი მოიცავს ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ახალ პროგრამას, რომელიც საქართველოს დახმარებას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით ითვალისწინებს.

 „საქართველოსთვის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება პრიორიტეტული მიმართულებაა, რაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გამოხატული მნიშვნელოვანი მხარდაჭერითაც დასტურდება. მომდევნო წლების განმავლობაში, ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან ერთად, ამ მიმართულებით ერთობლივ პროექტებს განვახორციელებთ. ძირითადი აქცენტი მაღალმთიან რეგიონებში სოფლის განვითარების პროგრამების ხელშეწყობაზე გაკეთდება“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.


საელჩოს გახსნის ცერემონიას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მმართველი დირექტორი ფრიდრიხ შტიფტი,  საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics