|
2022-05-17 21:01:39, 1280 ნახვა
მსოფლიო
პუტინი - რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმას ეკონომიკური სუიციდია
პუტინმა რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმას ეკონომიკური სუიციდი უწოდა. - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. მისივე თქმით, მსოფლიოს სხვა რეგიონებში რუსულ ენერგორესურსებთან ერთად ევროპიდან გაქრება ეკონომიკური აქტიურობის ამაღლების შესაძლებლობა. "ცხადია, რომ მსოფლიოს სხვა რეგიონებში რუსულ ენერგორესურსებთან ერთად ევროპიდან გაქრება ეკონომიკური აქტიურობის ამაღლების შესაძლებლობა. ასეთი ეკონომიკური ავტოდაფე, თვითმკვლელობა, ეს, რა თქმა ინდა, ევროპული ქვეყნების შიდა საქმეა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)