2022-05-17 18:13:29, 1063 ნახვა
პოლიტიკა
პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე - მოგვეცით მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადმოყვანის შესაძლებლობა
აღარ გვაქვს ბევრი დრო. - ამის შესახებ განაცხადა პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ, მალგოჟატა გოშევსკამ.
მისივე თქმით, პოლონეთს უნდა მიეცეს შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში სამკურნალოდ გადაიყვანონ.
" მოვუწოდებ ქართველებს, საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს - აღარ გვაქვს ბევრი დრო! თითოეულ წამს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს! მოგვეცით საშუალება შევაფასოთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საერთაშორისო კონსილიუმის მეშვეობით და ასევე შესაძლებლობა მისი პოლონეთში სამკურნალოდ გადმოყვანის. " - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ექიმებისა და ოჯახის წევრების თქმით მძიმეა, რის გამოც მის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,