|
2022-05-17 18:05:15, 1832 ნახვა
რეგიონი
ქალაქ ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის ფესტივალი „Expo Batumi Travel 2022“ გაიმართა
13-15 მაისს ქალაქ ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-13 ფესტივალი „Expo Batumi Travel 2022“ გაიმართა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტები, ტურიზმის სფეროში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გამოფენაზე კასპის მუნიციპალიტეტი წარმოადგინეს შპს „თი-ემთი“-მ, შპს „ჯორჯიან ნატურალპროდუქტმა“ და ინდმეწარმე ირმა გოგობერიძემ. შპს „თი-ემთი“-მ გამოფენაზე დამთვალიერებლებს საკონსერვო ნაწარმი, ხილის წვენები, მურაბები და მარინადები, ხოლო შპს „ჯორჯიან ნატურალპროდუქტმა“ სხვადასხვა სახის სასმელი შესთავაზეს. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ირმა გოგობერიძის პროდუქციამ - მრავალი სახეობის თხის ყველმა, ვინაიდან საქართველოში თხის მოშენება და ყველის წარმოება შედარებით იშვიათია. კასპის მუნიციპალიტეტს საერთაშორისო გამოფენაში აქტიური მონაწილეობისათვის სერთიფიკატი გადაეცა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)