03:17 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-17 17:31:03, 839 ნახვა

მსოფლიო
ფინეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას

ფინეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლას. ფინელმა პარლამენტარებმა მსგავს გადაწყვეტილებას თითქმის ერთხმად დაუჭირეს მხარი. ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის პარლამენტი ავრცელებს.

განცხადების თანახმად, 200 ხმიდან 188-მა მხარი დაუჭირა ფინეთის განცხადებას ნატო-ში გაწევრიანების შესახებ.

პროცედურის მიხედვით, გადაწყვეტილება ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ქვეყნის მთავრობამ უნდა განიხილოს. ამის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას ქვეყნის პრეზიდენტი საულე ნინოსტე მიიღებს.

გარდა ამისა, ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების საპარლამენტო განხილვა 16 მაისიდან გაგრძელდა. შემდეგ 14 საათის განმავლობაში დეპუტატებმა 212 გამოსვლა მოისმინეს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში შესვლას ეწინააღმდეგებოდა ქურთისტანის მუშათა პარტიის მხარდაჭერის გამო - ანკარა მას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

თავის მხრივ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა გამოაცხადა ფინეთისა და შვედეთის ალიანსში შესვლის თაობაზე თურქეთთან კომპრომისის სწრაფი პოვნის შესაძლებლობა და აღნიშნა, რომ ანკარა არ აპირებს პროცესის დაბლოკვას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics