09:39 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-17 15:13:55, 1505 ნახვა

ომი უკრაინაში
„განვიხილეთ რუსეთზე ზეწოლის გაგრძელება და სანქციების გამკაცრება“ - ზელენსკი შოლცს ესაუბრა

განვიხილეთ ფრონტზე არსებული სიტუაცია, რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაგრძელება, სანქციების გამკაცრება და მშვიდობის მიღწევის პერსპექტივები, - უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერს ტელეფონით ესაუბრა.

როგორც ზელენსკი "ტვიტერზე" წერს, ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის გზაზე, გერმანიისგან შემდგომ მხარდაჭერას ელიან.

"პროდუქტიული საუბარი წარიმართა ოლაფ შოლცთან. განვიხილეთ ფრონტზე არსებული სიტუაცია, რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაგრძელება, სანქციების გამკაცრება და მშვიდობის მიღწევის პერსპექტივები. ჩვენ ვაფასებთ გერმანიის მხარდაჭერას, განსაკუთრებით, თავდაცვის საკითხში. ველით გერმანიის შემდგომ მხარდაჭერას ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის გზაზე",- წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics