20:05 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-16 16:44:52, 1185 ნახვა

პოლიტიკა
ნინო წილოსანი - ნიკა გვარამიას დაკავება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ხელს არ შეუშლის

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ეს ყველაფერი არ შეუშლის ხელს,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის წევრი, ნინო წილოსანი ნიკა გვარამიას დაპატიმრებას

მისი თქმით, მოსალოდნელი არ არის, რომ საქართველოს პრეზიდენტი „მთავარი არხის“ დამფუძნებელს შეიწყალებს, რადგან გვარამია „დესტრუქციულ ნაბიჯებს დგამდა“ მის წინააღმდეგ.

"არაერთი ისეთი საქმე ვიცით, მათ შორის, ევროკავშირის თუ დასავლური ქვეყნების შემთხვევაში, როდესაც პოლიტიკასთან ან მედიასთან დაკავშირებული პირები იხდიან სასჯელს, ამიტომ ერთი მეორეს არ უკავშირდება და როდესაც ეს ყველაფერი დაკარგავს, ანუ, თქვენგან მინიჭებულ რაღაც განსაკუთრებულ წონას პოლიტიკასთან ბმის თემაზე, კიდევ უფრო ნათლად გახდება ცნობილი, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ეს ყველაფერი არ შეუშლის ხელს. რიგ შემთხვევაში პრეზიდენტი, შესაძლოა გარკვეულ მოულოდნელ მაბიჯებს აკეთებს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა არ მოველით, რომ ის ადამიანს, რომელიც პირადად პრეზიდენტის ინსტიტუციის და მის წინააღმდეგ ყველაზე დესტრუქციულ ნაბიჯებს დგამდა, ამ შემთხვევაში მისი გადაწყვეტილება რამენაირად შეიძლება იყოს მისი დამხმარე"

შეგახსენებთ,რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. ​განაჩენი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ დღეს გამოაცხადა. 
 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics