20:05 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-16 16:03:07, 1172 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი - მოლოდინი არის, რომ საწვავის ფასი კიდევ შემცირდება

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ  საწვავის ფასი შემცირებასთან დაკავშირებით გარკვეული მოლოდინები არსებობს.

დავითაშვილის თქმით, კონკურენციის სააგენტოს მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, დადგინდა, რომ  საქართველოს ბაზარზე არსებული ფასების ზრდა არ არის თანხვედრაში  საერთაშორისო ბაზარზე საწვავის გაძვირებასთან.  

„კონკურენციის სააგენტოს ჰქონდა შესწავლილი ბაზარი, სააგენტოს აქვს საინტერესო მიგნებები მონიტორინგის პროცესის შესაბამისად. ეს მთავრობის ეკონომიკურ გუნდში იყო გაზიარებული. შაბათს გვქონდა შეხვედრა. დეტალურად გავიარეთ საკითხები, რომელიც წარმოაჩენს, რომ ბაზარზე, ღიად, საცალო ქსელებში არსებული ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება, ანუ ის ეფექტი, რომელიც იყო ზრდის,  არ არის თანხვედრაში საერთაშორისო ბაზარზე გაძვირებასთან. ყოველ შემთხვევაში, მას ჰქონდა თავისი ინერცია და ეს ინერცია იყო რამდენიმეკვირიანი. ამ რამდენიმეკვირიანი წანაცვლებით არ აისახა ეს ე.წ. ტაბლოებზე ანუ საწვავის საცალო ფასები მაჩვენებლებზე. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ მეტი კომუნიკაციაა საჭირო საწვავის როგორც საცალო გამყიდველებთან, ისე იმპორტიორებთან. პრემიერის დავალებით მე და ეკონომიკურ გუნდს გვექნება კონკურენციის სააგენტოსთან ერთად უშუალო დიალოგი. რამდენიმე დღე ჩვენ მათთან ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ის მიგნებები ან დადასტურდეს კომპანიების მხრიდან და მოხდეს ფასების კორექტირება ან ჩვენ ველოდებით რაიმე მყარ არგუმენტებს, რომელიც არ მგონია რომ ან შემთხვევაში  არსებობდეს. ამიტომ ჩვენი მოლოდინი არის, რომ საწვავის ფასი კიდევ უნდა შემცირდეს. ამ კუთხით, დღესვე შევხვდებით ერთ ჯგუფს, რამდენიმე შეხვედრა გვექნება კვირის განმავლობაში და ვფიქრობთ, რომ გარკვეული შედეგის მომცემი იქნება,“- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics