09:40 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-16 13:39:16, 1608 ნახვა

ომი უკრაინაში
არესტოვიჩი - რუსეთმა პოპასნას, ხერსონისა და ლუგანსკის საზღვართან მისასვლელად ჯარის მესამედი დაკარგა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის განაცხადებით,  რუსეთმა ჯარის მესამედი დაკარგა იმაშიკ, რომ პოპასნაია, ხერსონი აეღო და ლუგანსკის ოლქის საზღვრამდე მიეღწია.

მისი თქმით, ოკუპანტებს შეუძლიათ რომელიმე ორი სოფლის აღება, თუმცა ეს არაფერს შეცვლის, რადგან მათ უკვე წააგეს.

"მათ კიდევ რომელიმე 2 სოფლის აღება შეუძლიათ. ეს არაფერს შეცვლის, მათ აქ წააგეს... ევროკავშირს, ჩინეთსა და აშშ-ს შორის "მეოთხე ძალა" გაჩნდა და ეს ყველაფერი პოპასნაიას აღებით დასრულდა. რუსული ჯარის მესამედი განადგურებულია, რუსეთის არმიის მესამედო პოპასნაიას და ხერსონის აღებას შეალიეს. ასევე, ლუგანსკის ოლქის საზღვართან მისვლას. ასე არ გამოვა. უბრალოდ ვიცი იქ როგორი თავდაცვა გვაქვს, ვერ გაივლიან, არ ექნებათ საკმარისი ძალა და საშუალება, როგორც არ უნდა გადაისროლონ ეს უბედური რეზერვისტები, რომელსაც იქ იძახებენ, მოამზადეს – გადაისროლეს. მომზადებას მხოლოდ 4 დღე დაუთმეს, სულ ეს არის. სრული კრახია. ჩვენი კი მათ მარცხს გავაძლიერებთ, როდესაც კონტრშეტევაზე გადავალღ. ამიტომ მათ შეუძლიათ კიდევ ორი სოფლის აღება, ეს კი არაფერს შეცვლის, ასე რომ ჩვენ დავბრუნდებით სახლში, ყირიმისა და დონბასის ჩათვლით". - თქვა არესტოვიჩმა.

 

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics