2022-05-16 11:24:17, 1160 ნახვა
პოლიტიკა
ნანუკა ჟორჟოლიანი - ბიძინა ივანიშვილისთვის ტელეკომპანია „მთავარი“ გახდება აზოვსტალი
ბიძინა ივანიშვილისთვის, ტელეკომპანია „მთავარი“ გახდება აზოვსტალი,- ასე ეხმიანება "მთავარი არხის" ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას.
როგორც ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, ბიძინა ივანიშვილი ზუსტად ისე დაამთავრებს, "როგორც პუტინის რუსეთი ამთავრებს ახლა".
"ბიძინა ივანიშვილისთვის, ტელეკომპანია მთავარი გახდება აზოვსტალი. ამის პირობას გაძლევთ ყველა, ვინც ამ გუნდის წევრი ვართ!
და თვითონ ზუსტად ისე დაამთავრებს, როგორც პუტინის რუსეთი ამთავრებს ახლა",- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. განაჩენი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ რამდენი წუთს წინ გამოაცხადა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,