23:12 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-16 03:43:05, 2625 ნახვა

საზოგადოება
პედიატრთან ონლაინ კონსულტაცია

პედიატრია მედიცინის უმნიშვნელოვანესი დარგია, რომელიც ნებისმიერი ასაკის ბავშვის დაავადებების პრევენციას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ისახავს მიზნად.  

ციფრული სამედიცინო პლატფორმა REDMED-ის გამოცდილ და ცნობილ პედიატრებთან  ვიდეო/აუდიო კონსულტაცია ეფექტური მკურნალობის დაწყების საშუალებას გაძლევთ. ონლაინ კონსულტაციამდე უნდა შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი პედიატრი. REDMED-ის საიტზე ექიმების განათლების, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციაა წარმოდგენილი. პროცესი სრულად გამჭვირვალეა და სასურველი სპეციალისტის შერჩევა, სხვა პაციენტების შეფასებებზე დაყრდნობით შეგიძლიათ. Საიტზე ექიმები ისეთი კრიტერიუმებით ფასდებიან, როგორიცაა: კომპეტენტურობა, პასუხისმგებლიანობა და პუნქტუალურობა. 

სამედიცინო მომსახურების მიღებისას, ნებისმიერი საკითხის კონფიდენციალურობა სრულად დაცულია. ექიმთან კონსულტაციამდე მოამზადეთ ბავშვის ჩივილების ჩამონათვალი, სიმპტომების აღწერა, გადატანილი დაავადებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ჩატარებულ მკურნალობასთან დაკავშირებული დეტალები, რაც დაავადების დიაგნოსტირების პროცესს გაამარტივებს.

როდის უნდა მივმართოთ პედიატრს?

მნიშვნელოვანია, რომ შემდეგი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, სპეციალისტს დროულად მიმართოთ:

● გულისრევის შეგრძნება;

● პირღებინება;

● ფაღარათი; 

● გაძნელებული სუნთქვა;

● მომატებული ტემპერატურა;

● ლორწოვანი გარსის შეწითლება;

● შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები;

● აპათია;

● ტკივილები ნებისმიერ ანატომიურ უბანში;

● გამონაყარი;

● ხიხინი და ა.შ.

ამასთან, აუცილებელია მიიღოთ ინფორმაცია აცრების, ადრეული ასაკისთვის დამახასიათებელი დაავადებების, სკრინინგული გასინჯვების და ა.შ. შესახებ.

REDMED-ის პროფესიონალი ექიმები ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას დეტალურად შეისწავლიან და სახლიდან გაუსვლელად სწორი მკურნალობის დაწყების საშუალებას მოგცემენ. Პირველი კონსულტაციის შემდეგ, მომდევნო 1 კვირის განმავლობაში,  განმეორებითი კონსულტაცია ექიმთან უფასოა.

ასაკის მატებასთან ერთად, ერთად გარემო პირობებზე, კვებით მოთხოვნილებებსა და ინფექციებზე ბავშვის რეაქცია იცვლება, ამიტომ პროფესიონალი პედიატრის ჩართულობით, მკურნალობის სწორი მიდგომების გამოყენება აუცილებელია. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics