23:59 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-15 18:21:38, 1315 ნახვა

საზოგადოება
ევროპის მაუწყებელთა კავშირი აცხადებს, რომ ევროვიზიაზე 6 ქვეყნის ჟიურიმ ხმა წესების დარღვევით მისცა

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 6 ქვეყნის ჟიურიმ ხმა, სავარაუდოდ, წესების დარღვევით მისცა. მეორე ნახევარფინალსა და ფინალში ამ ქვეყნების ხმები სხვა ქვეყნების შედეგების მიხედვით გამოთვალეს, რომელთაც ხმის მიცემის მსგავსი ისტორია აქვთ.

 განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის რომელია ის 6 ქვეყანა, რომლის ჟიურიმაც ხმა წესების დარღვევით მისცა.

 "ევროპის მაუწყებელთა კავშირი ევროვიზიაზე ხმის მიცემის პროცესით მანიპულაციის ნებისმიერი მცდელობის შესახებ ეჭვს სერიოზულად ეკიდება და აქვს უფლება, ხმის მიცემის ოფიციალური ინსტრუქციის შესაბამისად მსგავსი ხმები გააუქმოს მიუხედავად იმისა, თუ რა გავლენა ექნებოდა ამ ხმებს შედეგებზე"- ვკითხულობთ განცხადებაში.

 როგორც BBC-ის ჟურნალისტი "ტვიტერზე" წერს,  ქვეყნებს შორის საქართველოც დასახელდა

"ევროპის მაუწყებელთა კავშირმა გამოაცხადა, რომ ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში 6-მა ქვეყანამ ხმა წესების დარღვევით მისცა. სწორედ ამის გამო აზერბაიჯანისა და საქართველოს შედეგები ევროვიზიის ევროპის მაუწყებელთა კავშირის აღმასრულებელმა ზედამხედველმა, მარტინ ესტერდალმა ჟიურის ნაცვლად წაიკითხა",- წერს მარკ სევიჯი.

შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის გამარჯვებული უკრაინული ჯგუფი გახდა. საზოგადოებრივი მაუწყებელის ეროვნულმა ჟიურიმ ჯგუფს 6 ქულა დაუწერა, თუმცა მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს, რასაც მათივე თქმით,  მოწმობს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics