23:59 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-14 15:10:36, 1291 ნახვა

საზოგადოება
„ახალი ღვინის ფესტივალს“ მთაწმინდის პარკი მასპინძლობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, მთაწმინდის პარკში, საქართველოს ღვინის კლუბის მიერ ორგანიზებული რიგით მე-13 „ახალი ღვინის ფესტივალი" იმართება.

სამინისტროს ცნობით, ფესტივალის მიზანი ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, ახალი ჯიშების გაცნობა, საქართველოში წარმოებული ღვინის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ღვინის სამომხმარებლო კულტურის განვითარებაა.

წელს ფესტივალში 61 ღვინის კომპანია, 89 საოჯახო მარანი და ღვინის შეფუთვა/მოხმარებასთან დაკავშირებული აქსესუარების მწარმოებელი 10 კომპანია მონაწილეობს.

„ახალი ღვინის ფესტივალი“ საქართველოს ,,ღვინის კლუბის“ პრეზიდენტმა, მალხაზ ხარბედიამ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ გახსნეს. ღონისძიება, ტრადიციულად, ქვევრის გახსნის ცერემონიით დაიწყო. ღვინის მწარმოებლები სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 2021 წლის მოსავლის ღვინოების დაგემოვნებას სთავაზობენ. ფესტივალზე წარმოდგენილია კახეთის, ქართლის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის საუკეთესო ღვინოები, რომლებიც „ღვინის კლუბის“ სადეგუსტაციო კომისიის მიერ შეირჩა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, ფესტივალის ჩატარების მთავარი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა.

„ღვინის ეროვნული სააგენტო წელსაც, როგორც გასულ წლებში,  „ახალი ღვინის ფესტივალის“ მხარდამჭერია. ფესტივალი ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და მისი ცნობადობის გაზრდას, ასევე, ახალი მწარმოებლების, ახალი ჯიშებისა და ღვინოების წარმოჩენას ემსახურება. ფესტივალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვინის პროფესიონალებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ღვინის მწერლებს მასპინძლობს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვინის წარმოებაში მცირე და საშუალო სეგმენტის განვითარების ხელშეწყობა. ფესტივალის ფარგლებში, მცირე და საშუალო მარნებს საუკეთესო შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი პროდუქცია ღვინის პროფესიონალებსა და მომხმარებელს გააცნონ“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics