|
2022-05-14 14:42:28, 2245 ნახვა
რეგიონი
„ყველაფერი ჩვენს ხელშია“ - რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტების მადლობის გზავნილი აჭარის მთავრობას
სასტუმრო „ლე მერიდიენში“ რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტთა კავშირის ეგიდით, ღონისძიება გაიმართა, რომელიც საინფორმაციო კამპანიის „ყველაფერი ჩვენს ხელშია“ ფარგლებში მოეწყო და მიზნად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ მადლიერების გამოხატვას ისახავდა. ღონისძიებას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარი ზანაქიძე, გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის წარმომადგენლები, ექიმი-რევმატოლოგები, პაციენტები, მხარდამჭერები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აჭარის რეგიონში რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებისთვის სპეციალური პროგრამა 2020 წლიდან ამოქმედდა და ბიოლოგიური პრეპარატებით ადეკვატური მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდა. ამ დრომდე პროგრამით 40 ბენეფიციარმა უკვე ისარგებლა. ,,ეს ღონისძიება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ღონისძიებით დადასტურდა რომ პროგრამის მიზანი მიღწეულია, პროგრამა სწორი მიმართულებით მუშაობს და საჭიროებს სხვა კუთხითაც მოდელირებას“ - აღნიშნა შეხვედრისას მარი ზანაქიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)