|
2022-05-14 13:22:38, 1843 ნახვა
რეგიონი
აჭარა ტურიზმის მიმართულებით დუბაის გამოცდილებას გაეცნო
აჭარა ტურისტული სერვისებისა და პროდუქტების განვითარების მიმართულებით დუბაის გამოცდილებას ეცნობა. დუბაის ტურიზმისა და კომერციული მარკეტინგის ხელმძღვანელთან შეხვედრისას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტმა ინფორმაცია მიიღო დუბაის ტურისტული განვითარების სტრატეგიისა და ეტაპების შესახებ. დუბაის ტურიზმის სამსახურის ჩართულობით შეხვედრა დაიგეგმა დუბაის ტურიზმის კოლეჯის მენეჯმენტთან. უწყება ქვეყანაში ტურიზმის სექტორისთვის საჭირო კადრების მომზადებას უზრუნველყოფს და ტურიზმის სფეროს საგანმანათლებლო პროგრამებს ამუშავებს. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, დუბაიში სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთებული ყურადღება ეთმობა ტურისტის ქვეყანაში მიღებიდან გაცილებამდე არსებული ტურისტული სერვისების ჯაჭვის განვითარებასა და ეფექტურად ფუნქციონირებას. შეხვედრაზე მხარეები გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შეხვედრას ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად საქართველოს ელჩი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე ესწრებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)