|
2022-05-13 18:50:36, 1321 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ყაზახეთიდან საქართველოში მეტი ტურისტი ჩამოვიდეს
„ყაზახეთი სტრატეგიული ტურისტული ბაზარია. ჩვენ ვაწარმოებთ აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას, რათა ამ ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა გაიზარდოს. ყაზახეთში პოპულარული ბლოგერების მოწვევა და საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების გაცნობა ამ კამპანიის ნაწილია. ამასთან, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გვქონდეს მეტი პირდაპირი რეისი საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში იმისთვის, რომ მეტმა ყაზახმა ტურისტმა იმოგზაუროს საქართველოში. დღეს საქართველოს სამ საერთაშორისო აეროპორტში ყაზახეთის 5 ქალაქიდან კვირაში 20 რეგულარული რეისი ხორციელდება, რომელიც ზაფხულის ტურისტულ სეზონზე 31 - მდე გაიზრდება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა. მისივე თქმით, 2022 წლის პირველ 4 თვეში ყაზახეთიდან განხორციელებული ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ, 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 22,5 პროცენტით გადააჭარბა და ეს დინამიკა ზრდადია. „ყაზახეთში ტურისტების რაოდენობის ზრდის დიდ პოტენციალს ვხედავთ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ეს დინამიკა ზრდადია და 2022 წლის პირველ 4 თვეში ყაზახეთიდან განხორციელებული ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 22,5 პროცენტით გადააჭარბა, შეგვიძლია ამ ბაზარზე უფრო უკეთ წარმოვაჩინოთ ჩვენი ტურისტული პროდუქტები და მიმართულებები და შესაბამისად, უფრო მეტ ადამიანს ყახაზეთში საქართველოში ტურისტად ჩამოსვლის სურვილი გაუჩნდეს," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინფო-ტურის ფარგლებში ბლოგერებმა თბილისი, უფლისციხე და ბორჯომი დაათვალიერეს. გარდა ამისა, გათვალისწინებულია კახეთში ვიზიტით. კერძოდ, ისინი მოინახულებენ სიღნაღს, გაეცნობიან ადგილობრივ კულინარიას, ესტუმრებიან ლოპოტას ტბას. ტურის პარალელურად ბლოგერები მოამზადებენ საქართველოს ბუნების, კულტურის, სამზარეულოსა და ქალაქების შესახებ ფოტო და ვიდეო რეპორტაჟებს, რომელსაც სოციალურ ქსელში ათიათასობით ინტერნეტ მომხმარებელი გაეცნობა. ინფო-ტურის მიზანია ყაზახეთში საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია და ტურისტული ნაკადების მოზიდვა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)