|
2022-05-13 17:13:23, 3581 ნახვა
Lifestyle
ანა პოლიტკოვსკაიას შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ
ნოვაია გაზეტას ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ. პროექტის სამუშაო სახელია Mother Russia. პოლიტკოვსკაიას როლს ბრიტანელი მსახიობი მაქსინ პიკი შეასრულებს. ფილმს რეჟისორი ჯეიმს სტრონგი გადაიღებს. ნოვაია გაზეტას მთავარი რედაქტორის, დმიტრი მურატოვის როლს ოსკარის ნომინანტი მსახიობი, კირან ჰაინდსი შეასრულებს. პოლიტკოვსკაიას ქმარს ჯეისონ აიზეკსი ითამაშებს. ანა პოლიტკოვსკაია იყო რუსი ჟურნალისტი, რომელიც ცნობილი იყო ჩეჩნეთის ომის და ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენების ალტერნატიული გაშუქებით და ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის მწვავე კრიტიკით.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)