|
2022-05-13 15:08:29, 2307 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დააჯილდოვა
თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დააჯილდოვა უწყების ცნობით, ქართული ხმლის „გორდას“ ასლები გადაეცათ - აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლებს, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალს, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალს, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალს, სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს, ეროვნული გვარდიის უფროსს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორსა და გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორს. „გორდა“ ხმალი დიდი პოპულარობით სარგებლობდა მთელ კავკასიაში, განსაკუთრებით საქართველოში, ჩეჩნეთსა და დაღესტანში. „გორდას“ დამღაა - ორი დაკბილულზედაპირიანი ნახევარმთვარის ფორმის ზურგშექცეული რკალები, შუაში განთავსებული წარწერით - „გენუა“. ამ დამღის ისტორია, ერთ-ერთი ვერსიით, XIV ს. გენუის ქალაქ-სახელმწიფოს უკავშირდება, ხოლო სხვა ვერსიით, მას კავკასიური წარმომავლობა აქვს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)