06:47 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-13 14:12:44, 2741 ნახვა

ომი უკრაინაში
დიდი შვიდეულის სამიტზე მოლდოვა და უკრაინა მიიწვიეს

დიდი შვიდეულის (G7) ჯგუფის ინდუსტრიული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ჩრდილოეთ გერმანიაში შეიკრიბნენ, რათა დაიწყონ სამდღიანი მოლაპარაკებები რიგ საკითხებზე, განსაკუთრებული აქცენტით რუსეთის მიერ უკრაინაში თებერვლის შეჭრის შედეგად წარმოქმნილ პრობლემებზე, როგორიცაა საკვები და ენერგეტიკული უსაფრთხოება.

G7 სამიტზე მოწვეულ ქვეყნებს შორის იყვნენ უკრაინა და მოლდოვა, თუმცა საქართველოს ამ სიაში ვერ მოხვდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი უკვე „გლობალურ კრიზისად" გადაიქცა, ამასთან ამ ეტაპისთვის უკრაინის პორტებში, განსაკუთრებით ოდესაში25 მილიონი ტონა მარცვლეულის მიწოდება დაბლოკილია.

„ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ შეიძლება რუსეთის მიერ განხორციელებული მარცვლეულის ბლოკადის დებლოკირება, როგორ მივიტანოთ მარცვლეული მსოფლიოში“,- განაცხადა ბერბოკმა.

გარდა ამისა, მანამდე ბერბოკმა განაცხადა, რომ ნატო მილიონობით ევროპელის სიცოცხლეზეს პასუხისმგებელი და არ დაუშვებდა, რომ უკრაინაში პუტინის ომი სხვა ქვეყნებშიც გავრცელებულიყო და მესამე მსოფლიო ომად ქცეულიყო.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics