21:21 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-13 14:04:09, 1014 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი ჟურნალისტს - თქვენ შეგიძლიათ, რომ ყოველდღე ილოცოთ ზელენსკიზე, მე ვილოცებ ჩვენს ქვეყანაზე

თქვენ შეგიძლიათ, რომ ყოველდღე ილოცოთ ზელენსკიზე, მე ვილოცებ ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო უკრაინის დასახმარებლად აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია და ყველა იმ უკრაინელ მოქალაქეს, ვინც ჩამოსულია საქართველოში, მაქსიმალურად უზრუნველყოფს.

„ჩვენ რაც შეგვიძლია, ვუკეთებთ მაქსიმუმს, დაწყებული ჯანდაცვით, განათლებით. გახსენებთ, მე თავად მოვინახულე უკრაინული ბავშვებისთვის გახსნილი უკრაინული სექტორი, რომელიც განათლების მინისტრმა შექმნა თბილისში და ახლა ბათუმში აპირებს გახსნას. ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, რაც შეუძლია პატარა ქვეყანას ჩვენი ბიუჯეტით. ეს არის მაქსიმუმი. გთხოვთ, იფიქროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე პირველ რიგში. თქვენი პარტიული ინტერესები და საფუძველმოკლებული ინტერპრეტაციები არ აინტერესებს ჩვენს ხალხს. ჩვენი ხალხი დაირაზმა მთავრობის ხელშეწყობით, ჩართული იყო ყველა რეგიონი და 550 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა უკრაინაში უკრაინელებისთვის. ხალხო, ეს დააფასეთ, გაიგეთ, დაწყნარდით და მშვიდად იყავით ყველანი", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics