21:21 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-13 12:10:16, 918 ნახვა

პოლიტიკა
რატი ბრეგაძე - რეინკარნირებული კომუნისტური პარტია, ნაციონალური მოძრაობის სახით, ცდილობს აჟიოტაჟი გამოიყენოს საკუთარი ინტერესებისათვის


მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვუყურებთ დადგმულ სპექტაკლს, რომლის განხორციელებასაც ცდილობს რეინკარნირებული კომუნისტური პარტია ნაციონალური მოძრაობის სახით, რომელიც ძალიან დეზორგანიზებულია, დეზორიენტირებულია და ცდილობს, ხავსს მოეჭიდოს, შექმნილი აჟიოტაჟი გამოიყენოს საკუთარი ინტერესებისათვის – ასე აფასებს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს.
 

მინისტრის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა ზრუნავს მეტწილად საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებზე და არა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე.

„ეს იყო პოლიტიკური კამპანიის ნაწილი, რომ ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც განიცადა ამდენი საარჩევნო მარცხი, დაკარგა ყოველგვარი საზოგადოებრივი ნდობა, იმართება თავიდან ბოლომდე არაფორმალურად, აქვთ შიდა განხეთქილება, მოქმედებდნენ თვითგადარჩენის ინსტინქტით და უნდოდათ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოეყენებინათ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
 

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics