06:47 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-13 11:11:03, 1768 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - კრემლი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება, რაც კლასიკური ფარისევლობაა

აქამდე კრემლი ნატო-ს წინააღმდეგ იყო, ევროკავშირის წინააღმდეგ კი არა, ახლა კი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგაც გამოდის,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე წერს.

პოდოლიაკის თქმით, რუსეთის ეს ქმედება კლასიკური ფარისევლობაა.

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოსკოვის ნებისმიერი სიტყვა არ ღირს არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ საუბრის დროსაც. სასიხარულო ამბავი ის არის, რომ მსოფლიოს აღარ აინტერესებს ბარბაროსებისა და მარადიორების აზრი“,-განაცხადა პოდოლიაკმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე  ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უახლოს მომავალში უკრაინა აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი.

„ჩემი აზრით, ნათელია, რომ ეს არ მოხდება ხვალ, მაგრამ უკრაინა ნატო-ს წევრები იქნება. ამიტომ, მინდა, მივმართო ჩვენს ნატოელ მოკავშირეებს და ამაზე ჯო ბაიდენთანაც ვისაუბრეთ: უნდა გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა და მეტი გავაკეთოთ ასპირანტი ქვეყნებისთვის. ვიდრე ისინი არ არიან წევრები, მეტად უნდა დავეხმაროთ მათ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში, რეფორმების გატარებასა და კორუფციასთან ბრძოლაში“- აღნიშნა სტოლტენბერგმა

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics