23:49 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-12 18:43:37, 1211 ნახვა

ეკონომიკა
იმერული ხაჭაპურის მომზადების ხარჯები ერთ წელში 31 %-ით გაიზარდა

ახალი წელი ხაჭაპურის ინდექსისთვის ისტორიული მაჩვენებლით დაიწყო. - ამის შესახებ ინფორმაციას ISET-PI ავრცელებს.

მათივე თქმით, ინდექსის ზრდის ტენდენცია 2022 წლის იანვარშიც გაგრძელდა და 5.77 ლარს მიაღწია, რაც 1.8%-ით მაღალია 2021 წლის დეკემბერთან და 23.7%-ით მაღალი 2021 წლის იანვართან შედარებით.

" ფასების წლიური ზრდის მიზეზი, როგორც ჩანს, საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილ ფასებში უნდა ვეძებოთ, რადგან FAO-ის მონაცემებით, სურსათის ფასები მთელი წლის განმავლობაში იზრდებოდა. ფასები გაიზარდა შემდეგ კატეგორიებში: მარცვლეული, მცენარეული ზეთები, რძის პროდუქტები, ხორცი, შაქარი. სურსათის საერთაშორისო ფასების ზრის დინამიკა მოგვიანებით ადგილობრივ ფასებზეც აისახა, თუ ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება, შესაძლოა ფასები მომდევნო თვეებში კიდევ უფრო გაიზარდოს." - ნათქვამია კვლევაში.

შეგახსენებთ, რომ ხაჭაპურის ინდექსის ბოლოდროინდელი დინამიკა ემთხვევა საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ სურსათის კატეგორიის ფასებს. საქსტატის ანგარიშის თანახმად, წლიურ ჭრილში სურსათის ქვეჯგუფში ფასები 16.2%-ით გაიზარდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics